წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

წყალტუბოში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს 15 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის, 6 ამბულატორიის მოწყობის, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის პროექტები.

პროექტების მონიტორინგი მუნიციპალიტეტის მერისა და შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად