წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაღლაკი-გუბისწყლის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაღლაკი-გუბისწყლის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა იწყება.

მაღლკის კულტურის სახლში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

განხილვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის წარმომადგენელი მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ჭოლაძე, საკრებულოს წევრი მაღლაკის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ნიჟარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

სკოპინგის ანგარიში გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნიკო ყარსიმაშვილმა წარადგინა. როგორც გაირკვა, მაღლაკი-გუბისწყლის დამაკავშირებელი ახალი ხიდი 65 მეტრი სიგრძის იქნება, ჯერ არ იგეგმება ძველის დემონტაჟი.
განხილვაზე გამოიკვეთა მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ხიდის სიგანე 6,5 მეტრიდან გაიზარდოს 7 მეტრამდე, რათა უფრო უსაფრთხო იყოს მძიმე ტრანსპორტის გადაადგილება.

გუბისწყლის ხიდის სკოპინგის ანგარიში ნიკო ყარსიმაშვილთან ერთად გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ოზბეთელაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ სამ თვეში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...