წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კოპიტნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველმა გიორგი იობიძემ კოპიტნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაღის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და პატარებისთვის შექმნილი იყოს ყველა პირობა სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მისაღებად. კოპიტნარის დასახლების მცხოვრებლებს დავპირდით, რომ მოვახდენდით საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, 87 889 ლარი შენობის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება, მოწესრიგდება ფასადი, სველი წერტილები, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა” – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

კოპიტნარის საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, აქ ძირითადად დევნილი ბავშვები სწავლობენ, ახალი სასწავლო წლიდან პატარები განახლებულ და მოწესრიგებულ საბავშვი ბაღში დაიწყებენ სწავლას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...