ხანძარი წყალტუბოში – ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება (ფოტორეპორტაჟი)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს_აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი სოფელ სორმონაში გვიან ღამით ჩაის პლანტაციების ყოფილ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწყვა ეკალ-ბარდი და ბუჩქები, რის შემდეგაც ცეცხლი სოფელ რიონში გავრცელდა. მის ლოკალიზებას 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე ცდილობდა.

როგორც წყალტუბოს მერიაში Ipress-ს განუცხადეს, ცეცხლის კერასთან დასახლებული ტერიტორია ახლოს არ არის და შესაბამისად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად