წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობა გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები სოფელ მაღლაკსა და პატრიკეთში მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.

რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფელ მაღლაკში მე-17 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგებისთვის 343 996.0 ლარი, ხოლო სოფელ პატრიკეთში შენგელიებისა და გუბელაძეების უბნებში გზების რეაბილიტაციისთვის 1 136 941.0 ლარი იხარჯება.
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პროეტების დათვალიერების პარალელურად ადგილობრივ მოსახლოებასაც ხვდება.

კომენტარები
იტვირთება...