წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ისრაელის ელჩს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამეგობა ავრცელებს. 

მხარეებმა ისაუბრეს ებრაელი და ქართველი ხალხის 26 საუკუნოვან მეგობრობაზე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მომავალ თანამშრომლობაზე.

"დიდი მადლობა გულთბილი მიღებისათვის, 2017 წელს ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელი სრულდება, სასიამოვნო სიახლეებია საქართველოში ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლის მიმართულებით, ყოველწლიურად მათი რაოდენობა იზრდება, გასულ წელს ამ რიცხვმა 100 ათასს მიაღწია, მზარდი სტატისტიკა ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი ვითარდება, ამ მხრივ წყალტუბოს დიდი პერსპექტივა და დიდი პოტენციალი აქვს, ვფიქრობ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც იქნება ერთგვარი ხიდი წყალტუბოსთან საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთობებისთვის’’- განაცხადა ბატონმა შაბთაი ცურიმ.

,, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ებრაელი მეგობრები ჩვენს გვერდით იდგნენ, მადლობა თქვენ, რომ ჩამობრძანდით წყალტუბოში, საერთაშორისო ურთიერთობების გამტკიცება და ახალი კავშირების დამყარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მიხარია, რომ გასულ წელს წყალტუბო დაუმეგობრდა ისრაელის ქალაქ კირიათ იამს, ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა ისრაელში, ასევე შედგა საპასუხო ვიზიტი კირათ იამიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ სახალხო დღესასწაულს ,,შემოდგომის წყალტუბოს’’, ვფიქრობ თქვენთან ერთად შევძლებთ წყალტუბოში ტურიზმის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეტანს, რაც დადებითად აისახება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე- აღნიშნა ბატონმა კონსტანტინე მამისეიშვილმა

მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად