წყალტუბოს მერმა ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლაში, აგვისტოს გმირის მამია ფანცულაიას მემორიალური დაფა გახსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს გმირის მამია ფანცულაიას მემორიალური დაფა გახსნა და გმირის სახელობის სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მამია ფანცულაია 2008 წლის ომში მეგობრის გადასარჩენისას სოფელ ხეთაგურში გმირულად დაიღუპა. მისი გარდაცვალების დღეს დაიბადა ქალიშვილი ანა, რომელიც ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა.

ახალი სასწვლო წლიდან ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლა მამია ფანცულაიას სახელს ატარებს. ამ სკოლაში წელს 18 პირველკლასელია, რომლებსაც სასწავლო ბუქები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და მერის წარმომადგენელმა ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიკოლოზ თევდორაძემ პედაგოგებთან ერთად გადასცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად