წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქუთაისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქუთაისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის ჰარმონიზაციას ეხებოდა.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მონაწილეობს პროექტში “მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვის ფარგლებში“. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვას და რეკომენდაციების შემუშავებას“, – აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

პროექტი “მდინარე ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 წლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან – ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა (ლიდერი პარტნიორი), ქალაქ უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია “ტექნოპოლ გალაცი” (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” (საქართველო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად