წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახნის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი ქუთაისის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა
წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

როგორც ცნობილია მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა.

ეპიდემიოლოგები ახლა პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად