წყალტუბოს მერიაში ორჯაჭვა ელექტროგადამცემი (500კვ. ძაბვის) ხაზი პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი (500კვ. ძაბვის) ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო.

განხილვას მერიის სამსახურების წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორჯაჭვა ელექტროგადამცემი (500კვ. ძაბვის) ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“მშენებლობას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
პრეზენტაცია საკონსულტაციო კომპანიის „განა კოლსანტინგის“ წარმომადგენელმა ნიკა სოხაძემ წარადგინა.

შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გურამ ყაფლანიშვილი.
პრეზენტაციის შემდეგ, საჯარო განხილვა, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. როგორც აღინიშნა სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: თერნალში, მაღლაკში, ფარხანაყანევში, ქვიტირსა და ტყაჩირში უნდა ჩატარდეს.

„გარემოზე ზემოქმედება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მინიმალურია, ერთადერთი პრობლემა შესაძლებელია გადამფრენი ამ მუდმივად მობინარე ფრინველების შეჯახება იყოს, რომელსაც ჯერ კიდე კვლევა და დაკვირვება სჭირდება“ – აღნიშნა ნიკა სოხაძემ.

აქვე გთავაზობთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციის და დოკუმენტაციის ლინკს .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად