წყალტუბოს მერი სოფელ პატრიკეთის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ პატრიკეთის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

“რეგიონული განვითარების ფონდიდან წელს 14 მსხვილი პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 4 789 999.0 ლარი. ერთ -ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც აღნიშნული ფონდიდან 1 287 569 ლარით ფინანსდება არის სოფელ პატრიკეთში გზების რეაბილიტაცია, პროექტის განხორციელების შედეგად ათეული წლების შემდეგ განახლებული გზით 400- მდე ოჯახი ისარგებლებს.

რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით უკვე დასრულდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ჩუნეშში, გვიშტიბში, მაღლაკში, ფარცხანაყანევში, რეაბილიტირებულია სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის, სორმონისა და ჭოლევის დამაკავშირებელი გზები’’-განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა თქმით, “ეს არის საუკუნის პროექტი, საშვილიშვილოდ გაკეთებული საქმე” , მათი განმარტებით, სოფელ პატრიკეთში დაზიანებული გზის გამო, მუდმივად იქმნებოდა გადაადგილების პრობლემები, სოფელში ოპერატიულად მისვლას ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ახერხებდა.

მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა მიმართულია სწორედ სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...