წყალტუბოს მერი: ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოს ფეშენებლურ ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბების პროცესს რეალობად აქცევს

წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს განვითარების გენგეგმასათან დაკავშირებით გამართული საჯარო შეხვედრის შემდეგ შეხვედრა შეაჯამა.

“წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვა, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წყალტუბოს განვითარებაზე აქვთ განსაკუთრებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

დღევანდელ საჯარო განხილვაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალტუბო დაგეგმილი იყო სწორედ როგორც სპა კურორტი, რომლის განვითარების პირველი გეგმა ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწერა, რომ გაკეთდება ყველაფერი ახალი გენგეგმის მოსამზადებლად და რეალობად იქცევა ამ გენგეგმის მიხედვით წყალტუბოს აღდგენა და განაშენიანება.

“მჯერა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინებას და დააბანდოს მსხვილი ინვესტიციები მოშლილი საკურორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ახალი მრავალწლიანი გენგეგმა რეალობად აქცევს წყალტუბოს ფეშენებლურ ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბების პროცესს”- აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად