წყალტუბოს მერი დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა.

“მიხარია, რომ დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თქვენ ათეული წლების განმავლობაში ღირსეულად იცავდით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის სახელს, იყავით სამაგალითო სპორტსმენები და გამორჩეული წყალტუბოელები, ბევრი თქვენგანი დღესაც აგრძელებს პედაგოგიურ მუშაობას და გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობას, რის გამოც იმასახურებთ საზოგადოების პატივიცემასა და სიყვარულს”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებთან შეხვედრა საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების’’ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ამავე საზოგადოების თავმჯდომარე გელა ხუნწარიძეს მიჰყავდა. შეხვედრას ქუთაისელი ღვაწლმოსილი სპორტმენები ესწრებოდნენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დამსახურებულ სპორტმენებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად