წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი.
პარლამენტარმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს წყალტუბოდან ოთხი ახალგაზრდა: მამუკა სამაკაშვილი, ფილიპე მგალობლიშვილი, მამია ფანცულაია და რომან უგრეხელიძე შეეწირა.