წყალტუბო ევროპულ გამოცდილებას იზიარებს

ევროპა თერმული მემკვიდრეობის დღის მე-10 წლის თავს აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით 9-12 ოქტომბერს იმართება EHTTA-ს ( ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის) გენერალური ასამბლეა და სასწავლო ვიზიტები.

იმერეთის რეგიონი, სადაც მდებარეობს ჩვენი უნიკალური თერმული/ბალნეო კურორტი წყალტუბო EHTTA-ს დამსახურებული წევრია, სწორედ ამიტომ, წყალტუბოს დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სპეციალური მოწვევით, ბალნეოკურორტ წყალტუბოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ბელგიაში ასამბლეაზე, სადაც გაეცნობა ევროპულ გამოცდილებასა და წარმომადგენლებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა დაგეგმილ აქტივობებში.

“ასამბლეაზე ჩვენი წარმომადგენლობის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების და ევროპული თერმული ქალაქების გამოცდილების გაზიარების მიზნით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ წყალტუბომ ევროპულ თერმულ რუკაზე მკაფიო ადგილი დაიკავოს”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად