წყალმოვარდნისას მესტიაჭალა 1 ჰესმა დამცავი ფუნქცია შეასრულა,  მესტიაჭალა 2-ს კი სტიქია არ შეხებია

ძლიერი სტიქიის შედეგად მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდებას უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოყვა. სტიქიის პირველი დარტყმა 20 მგვტ-ის სიმძლავრის მესტიაჭალა 1 ჰესის ინფრასტრუქტურამ მიიღო. ჰესმა მოვარდნილი ნაკადი შეაჩერა, რითაც დასახლებული პუნქტისათვის საფრთხე იქნა აცილებული.

მესტიაჭალა 1 დაბა მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.

რაც შეეხება  მესტიაჭალა 2-ს, ისევე, როგორც მიმდებარე დასახლებას,  სტიქია პრაქტიკულად არ შეხებია და მცირედი დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მესტიაჭალა 2 უშუალოდ დაბა მესტიასთან მდებარეობს.

სტიქიამ ძირითადად მესტიაჭალას ხეობა  და  ჰიდროელექტროსადგური მესტიაჭალა 1-ის   ნაგებობები დააზიანა. ამ ეტაპზე, პირველადი დათვალიერებით  ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე,  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ მესტიაჭალა ჰესი 1-ის  ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად