წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი.

ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე ქსელის გარეცხვითი სამუშაოებისას, მცირე დროის მონაკვეთში, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რაც სამუშაოების პროცესის დროს სრულად იწმინდება.

კომპანიის ლაბორატორიის მიერ აღნიშნული ადგილიდან მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების აღება. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამება ნორმებს და სტანდარტებს.

პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე მუშაობს ტექნიკური სამსახური და აწარმოებენ დამატებით კვლევით სამუშაოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად