წყალმომარაგების კომპანია: ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნულ ქუჩებზე კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციას დეტალურად გაეცნო და კონტრაქტორისგან მიიღო პირობა, რომ მიმდინარე სამუშაოებს ივლისის ბოლოს დაასრულებს.

პროექტი 35 მილიონი დოლარის ღირებულების, 145 კმ კანალიზაციის ქსელისა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მოწყობას ითვალსწინებდა.

კონტრაქტორს რამდენჯერმე მიეცა მითითება შეფერხებული სამუშაოებისთვის და იქნა გაფრთხილებული, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს და სანქციებს მიმართავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად