წყალმომარაგების კომპანია: ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა

წყალმომარაგების კომპანიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში, რამდენიმე დღის წინ, დამატებით, წყლის სინჯები იმ ოჯახებიდან აიღეს, რომლებიც წყლის ხარისხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ყველა იმ ოჯახში მივიდა, სადაც მოსახლეობის მითითებით და თანდასწრებით, სურსათის ეროვნული საააგენტოს ექსპერტებმა ონკანებიდან წყლის სინჯები აიღეს. მიღებული დასკვნების საფუძველზე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ლაგოდეხში წყლის ხარისხი შეესაბამება რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს და სასმელად არის ვარგისი.

„ლაგოდეხში მოსახლოების იმ ნაწილს შევხვდით, რომლებსაც სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. ჩვენი კომპანიის მობილური ლაბორატორია კიდევ ერთხელ მივიყვანეთ იმ მისამართებზე, რომელებიც თავად აბონენტებმა მიგვითითეს და ავიღეთ სინჯები. ჩვენთან ერთად, წყლის სინჯები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ორივე ლაბორატორიულმა დასკვნამ აჩვენა, რომ ქალაქში არსებული სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს. აქვე, მინდა განვმარტო, რომ წყალმომარაგების კომპანია ყველგან სადაც ოპერირებს და მათ შორის ლაგოდეხში წყლის ხარისხს მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე ქსელებში და სისტემურად უწევს მონიტორინგს“, – აცხადებს გიგა მანდარია.

მისივე განმარტებით, ლაგოდეხის 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებისა და წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის გამრიცხველიანება არის აუცილებელი პირობა. მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს აგრო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და   უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად