წყალმომარაგების კომპანია აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია.
ქსელის დაზიანების გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს -მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ მანამ, სანამ წყალმომარაგება სრულად არ აღდგება.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი – 0322 93 -00 -00.
გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფები ყველა რეგიონიდან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში იმუშავებენ, რათა წარმოქმნილი პრობლება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად