“წყალმომარაგების კომპანიაში” წყლის ხარისხის ცენტრალური ლაბორატორია გაიხსნა

NULL

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პროექტის კოორდინატორმა სან ჯეი ჯოშიმ უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრალური ლაბორატორია გახსნეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს რეგიონის ლაბორატორიებს და რეგულარულად გააკონტროლებს რეგიონების წყლის ხარისხს. ახალი ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი გახდება რეგიონების წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევების ჩატარება ეროვნული და ISO სტანდარტების შესაბამისად. ლაბორატორია წყლის ხარისხის ისეთ პარამეტრებზე და მაჩვენებლებზე უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას, რომლებიც შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო აქამდე არ ჩატარებულა. ლაბორატორიაში განხორციელდება წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევა სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების, ლიმიტირებული მძიმე მეტალების, ორგანული ნაერთების (პესტიციდების, ნავთობპროდუქტების) და სხვა 50-ზე მეტი პარამეტრის მიხედვით.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორია, საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის სესხის მესამე ტრანშით შეიძინა. მისი ღირებულება 1 მილიონ 300 ათასი ლარია, უახლოეს მომავალში ლაბორატორია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად