წყალდიდობის შედეგად, წმინდა მარკოზის ტაძრისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 5,5 მილიონი დოლარით შეაფასეს

ახალი შეფასებით, ვენეციაში ბოლოდროინდელი წყალდიდობის გამო, 923 წლიან წმინდა მარკოზის ტაძარს ზარალის სახით, 9,5 მილიონი აშშ დოლარი მიადგა. სააგენტო AP-ის ცნობით, ამის შესახებ ტაძრის მთავარმა მცველმა კარლო ალბერტო ტესერინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ წყლის, არამედ ზღვის მარილის გამოა. წყალთან ერთად, მან სვეტების მარმარილოში შეაღწია.

ნოემბრის წყალდიდობის დროს ვენეციაში წყლის დონე 187 სმ-ით გაიზარდა და ტაძარი ოცი წლის განმავლობაში მეოთხედ დაიტბორა.

ტესერინის თანახმად, როდესაც ტაძარი აშენდა, იგი წყალდიდობისგან დაცულად მიიჩნეოდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში, ჩაძირვის გამო ვითარება შეიცვალა და ბოლო 50 წლის განმავლობაში წყლის დონე 12 სმ-ით გაიზარდა.

ვენეციაში მორიგი წყალდიდობა 23 დეკემბერს დაიწყო. დღის განმავლობაში წყლის დონე 144 სმ-მდე გაიზარდა.

24 დეკემბერს წყლის დონე 139 სმ-მდე გაიზარდა, ისტორიული ცენტრის 60% დაიტბორა და შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. შობის დღეს, სავარაუდოდ, წყლის დონე 120 სმ-მდე მოიმატებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად