წყალდიდობის გამო, მიჩიგანში 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება

მიჩიგანის შტატის ხელისუფლება, ქალაქ მილენდლენდში დაახლოებით 10 ათასი მაცხოვრებლის ევაკუაციას განახორციელებს. ეს გამოიწვია იმან, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ტიტაბავასის ორი კაშხალი გაირღვა.

მიდლენდის საგრაფოს მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, მარკ ბონის თქმით, სტიქიის შედეგად ამჟამად დაახლოებით 3 500 სახლია დაზარალებული. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ წყალდიდობა შეიძლება ყველაზე დიდი იყოს რაიონის ისტორიაში.

“1986 წელს მომხდარ დიდ წყალდიდობას შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე სერიოზული ბოლო 100 წლის განმავლობაში, მაგრამ ამჟამინდელი ყველაზე დიდია ბოლო 500 წლის განმავლობაში”, – თქვა მილლანდიის მერმა ბრედ კიმმა პრესკონფერენციაზე.

მიჩიგანის გუბერნატორმა გრეტენ ვიტმერმა განაცხადა, რომ მიდლენდის რაიონშო საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება. ევაკუაციაში დახმარებისთვის, იქ ეროვნული გვარდიის ძალები გაგზავნეს. ვიტერმა ასევე აღნიშნა, რომ ვითარება გამწვავებულია სახელმწიფოში კორონავირუსული ეპიდემიის გაგრძელებით და ურჩია, რომ წყალდიდობის გადავლას ნათესავებთან სახლში დაელოდონ, ხოლო მათ, ვინც იძულებული იქნება, რომ სპეციალურად ორგანიზებულ დროებით თავშესაფრებში გადავიდნენ, გუბერნატორმა მკაცრად მოუწოდა ნიღბების ტარებისკენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რომელიც გამოთვლებს აკეთებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კორონავირუსული ინფექციის 1.51 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, გარდაიცვალა 91,1 ათასი ადამიანი. ამასთან, მიჩიგანი ემზადება, რათა თანდათანობით მოხდეს იზოლაციის ზომების შემსუბუქება. საწარმოების უმეტესი ნაწილი განაახლებს მუშაობას 11 მაისს, ხოლო General Motors, Ford და Fiat Chrysler ქარხნები გაიხსნება 18 მაისს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად