წყალდიდობის გამო ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალდიდობის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პროვინცია წყალდიდობით ძალიან დაზარალდა. საავტომობილო და სარკინიგზო გზები ჩახერგილია. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. ამ დროისთვის ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი გაუჩინარდა. 18 000-ზე მეტი მოქალაქე კი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.

სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ათასობით ადგილობრივის გამოყვანას მაშველები და სამხედროები 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ.

კომენტარები
იტვირთება...