წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

თბილისი 17 წლამდელ წყალბურთელთა ევროპის 2017 წლის პირველობას მასპინძლობს.

შეჯიბრების მონაწილე 16 ქვეყნის ნაკრები ოთხ ჯგუფში არის გადანაწილებული. საქართველო ჯგუფში საბერძნეთის, მონტენეგროს და რუმინეთის ნაკრებთან ერთად ასპარეზობს

დღეს სასტარო შეხვედრაში, საქართველო რუმინეთს დაუპირისპირდა და საკმაოდ რთულ ბრძოლაში შეძლო გამარჯვების მოპოვება – 12:10 (3:3, 4:1, 2:3, 3:3).

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა საბერძეთის და მონტენეგროს გუნდებს შორის საბერძნეთის გამარჯვებით დასრულდა – 8:4

ხვალ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ეთამაშება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...