ცოტნე ზურაბიანმა სოფელ ყუმისთავის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა სოფელ ყუმისთავის სკოლის სარეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შესრულდა საკლასო-ოთახების სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც 80235 ლარი დაიხარჯა.

სულ მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 800 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასწავლო პირობები 2500 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. გეგმის მიხედვით საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...