ცოტნე ზურაბიანი: “ქართუს” დაფინანსებულმა პრომეთეს მღვიმემ სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა

ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“წყალტუბოს პროექტის მთელი ხიბლი ის გახლავთ, რომ ეს არის ქალაქის და რეგიონის განვითარებისადმი კომპლექსური მიდგომა. მე მოვისმინე ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტები სახელმწიფოს აწევს ტვირთად. სინამდვილეში კი დღევანდელ ეტაპზე ერთადერთი წარმატებული პროექტი პრომეთეს მღვიმეა, რომელიც სამწუხაროდ მიიწერა წინა ხელისუფლებამ. რეალურად ეს პროექტი ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. 8 წლის განმავლობაში ოპერირების შედეგად მან სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო. ამასთან ცალკე კვლევა არსებობს გერმანული მხარის დაფინანსებული, თუ როგორ შეუწყო ხელი პრომეთეს მღვიმემ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად