ცოტნე ზურაბიანი “ფეისბუქის” სკანდალზე: გამორიცხულია მმართველი ძალისგან! ფეიქნიუსები “ნაცმოძრაობის” ნარატივია!

“ფეისბუქის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, “აიპრესი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა კომენტარის მოპოვებას მმართველი გუნდისგან. დღის ბოლოსთვის პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში” გვითხრეს, რომ კომენტარს გააკეთებდა პარლამეტში შექმნილი, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანი.

_ ბატონო ცოტნე, “ფეისბუქმა” საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 ანგარიში გააუქმა. არის თუ არა ეს გვერდები „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი და როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

_ „ის რომ „ფეისბუქმა“ თავისი რეგულაციების საფუძველზე მიიღო რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამაში გასაკვირი არაფერია.
ის რომ ოპოზიცია შეეცდება ამ ამბავში რაღაცა თავისი სასარგებლო დაიჭიროს, ამაშიც გასაკვირი არაფერია. მაგრამ, ჩვენ რეალურად ვაფასებთ ვითარებას, რაზეც შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ მსგავსი მეთოდოლოგია, ფეიქნიუსები და ა. შ. არის მაგათი ნარატივი… ყოველდღე ვართ მათი გამოწვევებს წინაშე, მათ შორის ქართული ოცნების წევრები. როგორ უწობენ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას, როგორ უწყობენ ხელს იმ მეთოდებს, რომელიც დამახასიათებელია ამ კამპანიებისთვის. აქაც ცალსახაა და მათი პოზიცია ჩემთვის გასაკვირი არ არის.

_ თქვენ თქვით, “მათ ნარატივში” – ამაში ვის გულისხმობთ?

_ იცით როგორ არის? მაგალითად, ამბობენ, რომ… ერთგან მოვისმინე, მგონი „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობდა, რომ ანტიდასავლური განწყობების გამო დაიშალაო. რეალურად იქ საერთოდ არ არის საუბარი ანტიდასავლურ განწყობებზე.
ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, მე გეტყვით რომ საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის ინიციატივით, თითქმის 1 წელია მუშაობს, მე ვარ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მოკვლევის საპარლამენტო ჯგუფი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით. სადაც როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, უკვე თვეების განმავლობაში ვმუშაობთ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით. რა მექანიზმები, რა მეთოდოლოგია გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად და როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ამ გამოწვევას. ამაზე ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად მკვლევარებთან, ექპერტებთან, ჩართული გვყავს არასამთავრობო სექტორი და სხვათა ორის ეს პროექტი ფინანსდება USAID-ისა და სხვა საერთაშორის ორგანიზაციების მხრიდან.
ეს არის საქმე, რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ ბატონო ცოტნე, „ფეისბუქს“ პირდაპირ წერია: „მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ვინაობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი უკავშირდება საქართველოში არსებულ სარეკლამო სააგენტო „პანდას“ და „ქართულ ოცნების“ მთავრობას“.

_ თუ საქართველოში ვინმემ გალანძღა „ნაციონალურ მოძრაობა“, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.
ყველამ კარგად ვიცი, საზოგადოების დიდი ნაწილი როგორ დამოკიდებულებაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ . ბუნებრივია, ამაზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერც აიღებს და ბუნებაში წარმოუდგენელია…

_ანუ, უარყოფთ რომ ეს არი მმართველი პარტიის მიერ შექმნილი გვერდები?
რა თქმა უნდა ვუარყოფ. მე კიდევ ერთხელ ბვიმეორებ, ეს მეთოდოლოგია, სტილი დამახასიათებელია ნაციონალურ მოძრაობის და მისი სატელიტებისთვის.
ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, გვაქს ოფიციალური გვერდები, შეგძლიათ თქვენ მოიკვლიოთ, ბევრი ასეთი,, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული, სადა ხდება ინფორმაციის გავრცელება.
რა თქვა უნდა სხვა რაიმე ტიპის კავშირს გამოვრიცხავ.

_ ანუ, თქვენ ამბობთ რომ ეს გვერდები არა ქართული ოცნების მიერ, არამედ ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო შექმნილი?

_ იცით როგორ არის? ნახეთ როგორ გეტყვი, ჩვენ ვიცით ფეიქნიუსებთან როგორ გვიწევს ბრძოლა, მე სიმართლე გითხრათ არც ვიცი დეტალებში ინფორმაცია, მაგრამ, რაც მაქვს მოწოდებული და რაც წავიკითხე, იმაზე დაყრდნობით გეუბნებით, სავსებით ერთმნიშვნელოვნას.
კიდე ერთხელ ვამბობ, მსგავსი ქმედებები რა თქმა უნდა ,გამორიცხული მმართველი ძალისგან. თუ კიდევ მკითხავთ, კიდევ გავიმეორებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად