ცოტნე გასახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა – თორნიკე ქვათაძე კი დარბაზიდან გათავისუფლდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში დაკავებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახე შეუფარდა.

მოსამართლემ, ცოტნე გამსხურდიას მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს და კახა ჩხეტიანს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულო თორნიკე ქვათაზე დარბაზიდან გაათავისუფლა

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, რომელი 2019 წლის 21 დეკემბერს გავრცელდა “განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხოლო, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად