ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორ ბრალდებულს, 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

2020 წლის 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ჩხეიძემ, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თორნიკე ქვათაძის მიმართ, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობია გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ცნობისთვის, 2019 წლის 19 დეკემბერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრბელ სახლთან ახლოს დაჭრეს. ის ამ დრომდე გადის მკურნალობას გერმანიაში,  შმიდერის კლინიკაში. 

2019 წლის 21 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტომ  ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ პეტრე ყუფარაძესთნა, თორნიკე ქვათაძესთან, გიორგი სოლოღაშვილთან, კახა ჩხეტიანთან და ტატო ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: “განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხოლო, 3 პირს 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად