ცოლზე მოძალადეს ქმარმა პენისი მოაჭრა, მას 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება, მოძალადეს- 5 წელი

შემთხვევა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში მოხდა.

დასახლება შევჩნკოვოში მცხოვრები ცოლ-ქმარი სახლთან ახლოს მდებარე კაფეში იმყოფებოდა. ღამის დახლოებით პირველ საათზე ცოლი სახლისკენ გაემართა, ქმარმა კი მას უთხრა, რომ მეგობრებთან ორიოდ წუთი გაჩერდებოდა და გზაში დაეწეოდა.

სახლისკენ მიმავალ ქალს გზაში უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაირკვა, მეზობელ დასახლებაში მცხოვრები, წამოეწია. მან ქალს პირზე ააფარა ხელი, ბუჩქებში ძალით შეიყვანა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება დაიწყო. მალე იმ ადგილს მიახლოვებულ ქალის მეუღლეს ხმაური შემოესმა, დაინტერესდა და ბუჩქებში შევიდა.

ნანახით ჭკუიდან გადასულმა კაცმა მოძალადე ცოლიდან აიტაცა, თავის არეში ძლიერი დარტყმით მას გონი დააკარგვინა და შემდეგ რამდენჯერმე დაუსვა მას დანა მუცლის ქვემოდ. ხმაურზე ახლოს მცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ პოლიციას უგონოდ მყოფი კაცი დახვდა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. იქვე იყო შოკში მყოფი ქალი. მისმა მეუღლემ, რომელიც, როგორც ახლა მისი ადვოკატი ამტკიცებს, სრულიად გათიშული იყო და ვერ აცნობიერებდა ვერაფერს, თავს გაქცევით უშველა. მოგვიანებით ის 13 კმი-ის დაშორებით მდებარე ქალაქის პოლიციის განყოფილებაში მივიდა თავისი ფეხით.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მოძალადეს მთლიანად წაკვეთილი აქვს პენისი და ძლიერ დაზიანებული – სათესლე ჯირკვლები. მას 3-დან 5 წლამდე ციხე ემუქრება. სასჯელი, თანაც უფრო მკაცრი, ემუქრება ცოლის დამცველ 27 წლის მამაკაცსაც. სისხლის სამართლის კოდექსი სხეულის ძლიერ დაზიანებაზე 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად