ცოლმა ქმრის მიერ საყვარლისთვის ნაჩუქარი სახლი სასამართლოს ძალით დაიბრუნა

რუსეთში, ყოფილი ჩინოვნიკის ცოლმა ქმრის მიერ საყვარლისთვის ნაჩუქარი სახლი სასამართლოს ძალით დაიბრუნა

რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის, შემდეგ კი „უზბეკისტონ პოჩტასი”-ს ყოფილი გენერალურ დირექტორის ცოლმა შემთხვევით შეიტყო, რომ მის ქმარს საყვარელი და მისგან შვილი ჰყავდა. მეტიც, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წელს მისი პირადი ანგარიშიდან მოხსნილი თანხით ქმარმა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში 55 მილიონ რუბლად სასახლე იყიდა, საყვარელს აჩუქა და ის იქ მისი ქმრისგან გაჩენილ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

ყოფილი ჩინოვნიკის ცოლმა ქმრის საყვარლისგან მოითხოვა დაებრუნებინა მისი ანგარიშიდან ქმრის მიერ ვითომდა სამომავლოდ მყუდრო „ოჯახის ბუდის” ასაშენებლად მოხსნილი 64,5 მილიონი რუბლი და საყვარლისგან უარის მიღების შემდეგ სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ ოდინცოვოს სახლის და ნაკვეთის საყვარლისთვის ჩამორთმევის და მომჩივანისთვის მიკუთვნების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება

უცნობია, ვის „დარჩა” ყოფილი ექს-ჩინოვნიკი, რომელიც „უზბეკისტონ პოჩტასი”-ს აქციონერებმა გენერალური დირექტორის პოსტზე მიწვევიდან ერთი წლის შემდეგ სააქციო საზოგადოების მიერ სამეურნეო წლის დიდი ზარალით დასრულების გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად