წნორში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 79 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოხუცთა თავშესაფრის დირექტორის ილია დემეტრაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულს ვირუსი გეგმიური შემოწმების დროს დაუდასტურდა, თუმცა ამ ეტაპზე მამაკაცს სიმპტომები არ აქვს.

„ვირუსი დღეს დაუდასტურდა ჩვენს ბენეფიციარს გეგმიური შემოწმების დროს, მას არც ტკივილები ჰქონია და არც სხვა რაიმე ჩივილი. ამ დღისთვის ყველა ბენეფიციარს აქვს გავლილი ტესტირება, გამმოერებით რამდენიმე დღეში ჩაუტარდებათ. ინფიცირებული მამაკაცის ოთახში კიდევ ორ პირთან ერთად ცხოვრობდა“, – განუცხადა „აიპრესს“ ილია დემეტრაშვილმა.

წნორის მოხუცთა თავშესაფარში ამ წუთებში კარანტინია გამოცხადებული. კახეთში ვირუსის 50-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად