წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მძიმედ დაშავდა

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა კედელს შეეჯახა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული პოლიციელი ჯერ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა დაზიანების სიმძიმის გამო მოგვიანებით დაშავებულის გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად