წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

დაშავდა მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად