წნორში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხთან დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ,,ოპელის,, მარკის ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში, ხოლო მეორე კი წნორის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად