ცნობილი ხდება, რომ “ნორმანდიის ოთხეული” მხარეთა გამიჯვნაზე ვერ შეთანხმდა

“ნორმანდიის ოთხეულის” სამიტზე ქვეყნის ლიდერებმა კონფლიქტის მხარეების შემდგომი გამიჯვნის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ გამოცემა “კომერსანტი” იტყობინება.

როგორც გამოცემა იტყობინება, მიზეზი უკრაინის ხელისუფლების პოზიცია გახდა, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონიდან სამხედროების გამოყვანას ვერ მოახერხებს.

შეხვედრამდე, ლიდერთა წარმომადგენლები სწორედ სამხედრო ძალების დაპირისპირების ხაზიდან გამიჯვნის პირობებს ათანხმებდნენ. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეთა გამიჯვნა 3 საპილოტე რაიონში მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში “ნორმანდიის სამიტს” საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ესწრებიან.

შეხვედრის მთავარი თემა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტა, უკრაუნელი სამხედრო ტყვეების დაბრუნება და უკრაუნის ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიაზე, დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად