ცნობილი ჯაზმუსიკოსი ჩიკ კორია გარდაიცვალა

ცნობილი ჯაზმუსიკოსი ჩიკ კორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურეს. მუსიკოსი კიბოთი გარდაიცვალა, დიაგნოზი მას ცოტა ხნის წინ დაუსვეს.

ამერიკელი ჯაზმუსიკოსის კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბოლო ალბომი 2020 წელს გამოუშვა.

კორიამ “გრემის” 65 ნომინაცია მოიპოვა და 23-ჯერ გახდა გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...