წმინდა ბარბარეს ტაძარი ბანოჯაში- ადგილობრივების განახლებული ისტორია

წყალტუბოს რაიონი სოფელი ბანოჯა-ქუთაისის და წყალტუბოს ხედების მწვერვალზე დგას ტაძარი, რომელიც ადგილობრივემა 21 წლის წინ განაახლეს.

წმინდა ბარბარეს ტაძარში წირვა-ლოცვა არ აღევლინება, მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დადიან, თუმცა იქედან გამომდინარე რომ ტაძრის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს, მომლოცველების რაოდენობა მცირეა.

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სადაც ტაძარი დგას, საუკუნის წინ სასაფლაო იყო სადაც წმინდა ბარბარეს ეკლესია იდგა.

გადმოცემით იციან, რომ სოფელში გზის გაყვანის დროს ძველი ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდდა.

ტაძარი სოფელ ბანოჯაში მცხოვრებლების შეწირვით განახლდა.

“წინაპრებიდან ვიცით და როცა ტაძრის მშენებლობა-განახლება დავიწყეთ, თიხის ნატეხები აღმოვაჩინეთ, როცა სოფელში გზა გაყავდათ ნაეკლესიარი აღმოჩნდდა. წინაპრებიდან, გადმოცემით ვიცით რომ ამ ტერიტორიაზე საუკუნეების წინ წმინდა ბარბარეს ეკლესია იყო, იყო ასევე სასაფლაოც. სოფლის მოსახლეობამ გადავწყვიტეთ რომ წმინდა ბარბარეს ეკლესია აგვეშენებინა და ისტორია შემოგვენახა, ხატი რომელიც ტაძარშია დაბრძანებული, თითქმის ერთი საუკუნე ერთ-ერთი მოსახლის სახლში ინახებოდა. ეს ადგილი ჩვენი ისტორიაა, აქ ბევრი მომლოცველი ჯერჯერობით არ მოდის რადგან არ იციან თუ აქ ტაძარი დგას. სოფლის სიამაყეა ეს წმინდა ადგილი, კატგია თუ ამ წმინდა ადგილის შესახებ ბევრი ადამიანი შეიტყობს”- განაცხადა” აიპრესთან” სოფელ ბანოჯაში მცხოვრებმა ვეფხვია ზვიადაძემ.

მოსახლეობა ტაძრიდან მოშორებით ცხოვრობს, წმინდა ბარბარეს პატარა ეკლესიის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე ადგილობრივებმა აიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...