წლის დასაწყისიდან ბელარუსიდან გერმანიაში 10 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი შევიდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ბელორუსიდან შემოსული 10128 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ამასთან, ნოემბრის პირველ სამ კვირაში ბელარუსიდან ჩამოსული მიგრანტების უკანონო შესვლის 2287 შემთხვევა დაფიქსირდა.

ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით გერმანიაში ბელარუსის გავლით სულ 26 არალეგალი მიგრანტი შევიდა, აგვისტოში – 474, სექტემბერში – 1903 , ოქტომბერში – 5285.

ამასთან, ეპიცენტრი ისევ პოლონეთ-გერმანიის საზღვარია, რომელზეც აგვისტოდან მოყოლებული “მაღალი მიგრაციული ზეწოლა” ფიქსირდება.

გერმანია-პოლონეთის საზღვარი შენგენის ზონის შიდა საზღვარია და მისი გადაკვეთა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. მინსკთან კონფლიქტისა და არალეგალური ემიგრანტების რიცხვის ზრდის ფონზე ფედერალურმა პოლიციამ სასაზღვრო ტერიტორიებზე კონტროლის ზომები გააძლიერა.

კომენტარები
იტვირთება...