უკვე 1 კვირაა ბათუმში ა(ა)იპ „გამწვანების და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
აგრონომები და გამწვანების სპეციალისტები ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირებას, შეკვრას და პატარა მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოებს ასრულებენ.
გამწვანების სამსახურს 20 ათასამდე ხე-მცენარის აკვრის სამუშაოების შესრულება აქვს დაგეგმილი.