ცხვიტარია: “ოცნების” დირექტივით, პედაგოგები 14 დეკემბერს თბილისში აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ

“ქართული ოცნები” დირექტივით, საჯარო სკოლების პედაგოგები 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ექმუქრებიან – ეს განცხადება ფოთში, „ნაციონალური მოძრაონის“ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ, ბრიფინგზე გააკეთა.

ის ბრიფინგის დასრულების შემდეგ, რესურს ცენტრში მივიდა და ხელმძღვანელს, გოჩა ქორქიას აღნიშნული პროცესისაგან გამიჯვნა სთხოვა. რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ყველა პედაგოგი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია და იგი ემიჯნება ყველანაირ ძალდატანებას.

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს ყველა იმ პირს, რომელსაც როგორც თავად ამბობს, აიძულებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

“ყველასთვის ცნობილია , რომ კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯის გადადგმა დააპირა ხელისუფლებამ 14 დეკემბერს კონტრაქციის ჩატარება დაგეგმა. ხელისუფლების მიერ სეგმენტებად დაყოფილი ადამიანები უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და კიდევ ერთი სავავალოდ დასამთავრებელი ნაბიჯი გადადგა. ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ აგროვებს ხალხს და უნდა რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაარქვას სახელად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცი, რომ ფოთიდან ძალდატანებით უნდათ პედაგოგების წაყვანა. საჯარო მოხელეებსაც კი არ უნდათ იქ წასვლა. სისხლით მოპოვებული პროპირციული არჩევნების დათმობა, ნამდვილად არ უნდა ახალგაზრდებს და არც დათმობენ. ჩვენც მათ გვერდით ვდგავართ და ვიბეძოლებთ ბოლომდე.ქართველი ხალხი ამ გადაგდებას არ აპატიებ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ქალაქიდან ნებაყოფლობით არავის არ უნდა წასვლა, მაგრამ აძალებენ,-“განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად