ცხვარიჭამიაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლობელმა საკუთარ სახლში 45 წლამდე კაცი მრავლობითი დაზიანებით, გარდაცვლილი იპოვა.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...