ცხრა თურქი პარლამენტარი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა

ცხრა თურქი პარლამენტარი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული ყველა დეპუტატი მკურნალობას გადის.

“ჯამში, თურქეთის პარლამენტის 35 თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული, მათ შორის 9 პარლამენტარია”, – წერს თურქული მედია.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში თურქეთში COVID-19-ის შედეგად კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, ამ დაავადებით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 5,765 ადამიანს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 234,934-მდე გაიზარდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 1,083 ტესტმა, ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად