ცხოვრება მშვენიერია! – 102 წლის ფილისს და 100 წლის ჯონის ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ (ვიდეო)

102 წლის ფილისს და 1000 წლის ჯონს ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს.

ახლად დაქორწინებული ცოლ-ქმარი თაფლობის თვეს ოგაიოს მოხუცებულთა რეზიდენციაში ატარებს. ჯონს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, ახლახანს შეუსრულდა 100 წელი, ფილისი კი 8 აგვისტოს გახდება 102 წლის.

წყვილმა სასამართლოს სთხოვა ქორწინებაზე ნებართვა და აღმოაჩინა, რომ მათი ქორწინება მიმართვისთანავე იყო შესაძლებელი.

ჩვენ არ გვქონია გეგმაში დაუყოვნებლივ დაქორწინება, მაგრამ როდესაც სასამართლოს მივმართეთ, გვითხრეს, ეს ახლავეა შესაძლებელიო, – აცხადებს ჯონ კუკი “სიენენ”-თან საუბარში. ეს არ ყოფილა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, გათხოვებამდე მას ერთი წელი ჰქონდა ჩემთან ურთიერთობა.

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ვიცი, თქვენ ფიქრობთ, რომ, ჩვენი ასაკიდან გამომდინარე, ეს გადაჭარბებით ნათქვამია, მაგრამ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება”, – ამბობს ფილისი.

ჯონი და ფილისი ქვრივები იყვნენ, მათ გაუმართლდათ და ისევ მოიპოვეს სიყვარული. “ჩვენ ბევრ რამეში შევეთავსეთ ერთმანეთს და ახლა ერთმანეთის საზოგადოებით ვტკბებით” – ამბობს ჯონ კუკი.

წყვილი დღეებს ერთად ატარებენ, ტკბებიან ერთად ჭამით, მზეზე ჯდომით, რეზიდენციის დერეფნებში ელექტრო სკუტერით სეირნობით…

თითოეული ჩვენგანი თავის ოთახში ცხოვობს: ის ზემოთ, მე ქვემოთ” – ამბობს, ალბათ, ცოტა გულდაწყვეტით, ფილის კუკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...