A1 ბანერი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა 4 მეტრი სიღრმის ჭიდან ტაქსა ამოიყვანა

ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ოთხი მეტრი სიღრმის ჭიდან ამოიყვანა ეს უსაყვარლესი ტაქსა. ძაღლი გადაყვანილია თავშესაფარში, სადაც მას ჩაუტარდება სრული ლაბორატორიული კვლევა.
ამბავი მოხდა დინამოს სტადიონთან. ჭა თავდახურული იყო, ამდენად როგორც ჩანს სულ სხვა ადგილიდან შეძვრა სანიაღვრე მილში და გაუყვა გზას. პატარა ძალიან დაღლილი და მშიერი იყო:((( საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა…
თუ ვინმეს გეცნობათ პატარა ცუგა, მიაწვდინეთ პატრონს ხმა- დარეკოს ნომერზე: 0 322 421 171”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...