ცხინვალის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) იუწყება, რომ მისმა სასაზღვრო სამსახურმა შაბათს, სოფელ ახმაჯის მახლობლად, ტყეში, შეშის დამზადების დროს დააკავა: ემზარ გამხიტაშვილი – დაბადებული 1962 წელს, მცხოვრები სოფელ ბოჟამში; გიორგი ზარიძე – დაბადებული 1980 წელს, მცხოვრები სოფელ ლამისყანაში; მერაბ გამხიტაშვილი – დაბადებული 1976 წელს, მცხოვრები სოფელ სამთავისში და ავთანდილ გამხიტაშვილი, დაბადებული 2005 წელს, მცხოვრები სოფელ სამთავისში.

დაკავებული არასრულწლოვანი მალევე გაანთავისუფლეს, სხვები კი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან და КГБ მათი საქმეების სასამართლოსთვის გადაცემის საკითხს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად