ცხინვალიდან მცხეთაში გადმოყვანილი პაციენტი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში აგრძელებს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინკაში მცხეთიდან გადმოყვანილი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მცხეთიდან გადმოყვანილი პაციენტი 60 წლის მამაკაცია და ის გადმოყვანილია ცხინვალიდან.

“მცხეთიდან გადმოყვანილი პაციენტი მედიკოსი არ არის, ის მკურნალობდა საავადმყოფოში და როგორც ცნობილია, ის გადმოყვანილია ცხინვალიდან. არის 60 წლის მამაკაცი. მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, მიმდინარეობს როგორც გამოკვლევები, ასევე მკურნალობა” -განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტროში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან “კოვიდ -19”-ის  დადსტურებული აქვს – 45 -ს.

“გვყავს 18 წლამდე ასაკის პაციენტი შვიდი პაციენტი. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება, 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილი მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. კვლავ საყურადღებოა 4 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოა”-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...