„წითელი ჯვრისა“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ წარმომადგენლებმა, პროექტის ბენეფიციარებს დმანისში სასურსათო კალათები გადასცეს

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში, მათ შორის დმანისში, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტში მარტოდ მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 412 ბენეფიციარს ჰუმანიტარული დახმარება – საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადაეცა.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, ხანდაზმულთა მხარდაჭერა, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ასევე ხანდაზმულთა
ჯანმრთელობის და დაცვის ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად