“წითელი ჯვრის” პრეზიდენტი: ჩვენი მოხალისეები მზად არიან, გამშვებ პუნქტებზე მედპერსონალს დაეხმარონ

შესაძლოა, გამშვებ პუნქტებზე “წითელი ჯვრის” მოხალისეები მედპერსონალს თერმოსკრინიგში დაეხმარონ – ამის შესახებ ჟურნალისტებს “საქართველოს წითელი ჯვრის” საზოგადოების პრეზიდენტმა განაცხადა.

“მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დაგიქსირდა, წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე ჩართულები ვართ მედპერსონალთან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. საქართველოს წითელი ჯვარი გააქტიურდება ამ მიმართლებით. საქართველოს 39 ფილიალში, უკვე მობილიზებული არიან წითელი ჯვრის მოხალისეები, რათა გავრცელდეს ის ინფორმაცია რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩვენი მოხალისეები მზად არიან თერმო სკრინინგში. მზად ვართ, გამშვებ პუნქტებზე ჩაერთოს თერმო სკრინინგში, თუ ამის საჭიროება იქნება. მობილიზებულები ვარათ და ვგეგმავთ, რომ შემდეგი კვირიდან დავდგებით გამშვებ პუნქტებზე და მივეხმარებით მედპერსონალს”,- განაცხადა ნათია ლოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად